გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

24-02-2020

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- ,,სარფი“, „წითელ ხიდი" და „ლაგოდეხი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 13010 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კანონდარღვევით  ვერცხლის ნაკეთობების (საერთო წონით 1943.24 გრამი) შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი, 23 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფში“ გამოვლინდა. არადეკლარირებული  საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3031.45 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი  ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3031.45 ლარის ოდენობით შეეფარდა.