გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება

25-02-2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. ალტერნატიული პროფკავშირი შესაბამის დოკუმენტზე მუშაობს და მენეჯმენტს, სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს.

მთავარი მოთხოვნა შრომითი უფლებების დაცვა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიაა. რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურის უფროსის უკვე ყოფილ მოადგილეს - მაია მერკვილაძეს, ის დირექტორის შეთავაზებას დათანხმდა და ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, თუმცა სამართლებრივი დავის გაგრძელებას ისევ აპირებს.

არხის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მერკვილაძეს თოქ-შოუს პროდიუსერობა, ასევე რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორობა შესთავაზა.

"მათი მხრიდან შემოთავაზებული არჩევანი არ იყო ჩემი თანამშრომლობის ტოლფასი. მათ არ გაუთვალისწინებიათ ჩემი აზრი და ამას არც ახლა აკეთებენ. მე მათ მივანდე არჩევანი, რომელი ხელშეკრულებითაც უნდათ იმით ამიყვანონ ტელევიზიაში, თუნდაც ორივე ხელშეკრულებით. ვფიქრობ, დავა ისედაც შემიძლია გავაგრძელო. ორივე შემოთავაზებას მოვაწერე ხელი სწორედ იმიტომ, რომ თვითონ ასეთი ფორსირებული რეჟიმით აპირებენ ბრძოლას, ჩვენც გვაქვს ჩვენი გეგმები," - აღნიშნა საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილემ მაია მერკვილაძემ.

რაც შეეხება ტელევიზიის სხვა თანამშრომლების პოზიციას:

"გაფიცვა რჩება ძალაში, მოთხოვნათა ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, მაგრამ ორი საკითხი საკვანძოა. პირველი ეს არის შრომითი უფლებები და მეორე სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები. შესაბამისად, დღის წესრიგიდან ეს ორი თემა არ ჩაიხსნება მანამ, სანამ მენეჯმენტი პროფკავშირების მოთხოვნებს არ შეასრულებს. 

რაც შეეხება სხვა ტიპის საკითხებს, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინება მენეჯმენტს," - განაცხადა ჟურნალისტმა თეონა ხარაბაძემ.

 

RUSTAVI2