„პოლიციას კი მივმართეთ, მაგრამ ვერ დაგვაიმედეს. მხოლოდ ერთი ნივთია წაღებული და ყურადღებით ვიქნებით, შემოვლას გავაგრძელებთო. არც წუხელ მიძინია, შიშის გრძნობა მაქვს“, - ციტირებს აჭარის ტელევიზია ერთ-ერთი დაზარალებულის, ნუნუ შაინიძის, კომენტარს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს ქურდობის 10 578 შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 58 % გაუხსნელია. 2016 წელთან შედარებით გასულ წელს ქურდობის შემთხვევებმა 9.66%-ით მოიმატა.