გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო

26-02-2020

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვის გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებს. ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირი მოთხოვნების დოკუმენტზე მუშაობს და მენეჯმენტს ოფიციალურად დღეს მიმართავს.

მთავარი მოთხოვნა შრომითი უფლებების დაცვა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებია. ჟურნალისტები ამბობენ, რომ კანონის ფარგლებში მიმართავენ რადიკალურ ზომებს, გამართავენ აქციებს და მოაწყობენ სირცხვილის დერეფანს.

გაფიცვის საფუძველს ვერ ხედავს ტელევიზიის დირექტორი.

25 თებერვალს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა. თბილისის ბიუროს რეპორტიორის ნინო ხოზრევანიძის განცხადება, გათავისუფლების შესახებ დირექტორმა უკვე დააკმაყოფილა. 

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვას გაგმავდა. 

 

imedinews.ge