გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილი საქართველოში და საქართველოს მიღმა ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია

26-02-2020

“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია.
"სააკაშვილთან შეხვედრა აუცილებელია, რადგან მოგვწონს თუ არა, სააკაშვილი საქართველოში და საქართველოს მიღმა ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. სწორი და პრაგმატული არჩევანია გასაკეთებელი. ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი, უფო დაზუსტებით, "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი ქვეყანაში.
ამის შესახებ სანიკიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინაიდან ოპოზიცია ამბობს, რომ ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთიანება აღარაა საჭირო, ამ ტიპის განცხადება გაერთიანებულ ოპოზიციას რამდენად წაადგება, გუბაზ სანიკიძე პასუხობს, რომ სააკაშვილი ფაქტორია, მაგრამ  ოპოზიციას ეყოლება თუ არა ლიდერი, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
"სააკაშვილი ფაქტორია და თუ ამისი დანახვა არ გვინდა, მაშინ გამოგონილ სამყაროში ვიყოთ. გადით ხალხში და ხალხი დაადასტურებს იმავეს. ოპოზიციას ლიდერი ეყოლება თუ არა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია"-განაცხადა სანიკიძემ.