გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება

26-02-2020

გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეს აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე იმართება. გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე ტარდება. შესაბამისად, მომდევნო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა დღესაა დაგეგმილი. 

„დასწრება თავისუფალია. გამოცდების სიახლეებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მისამართზე ე. მინდელის N9 და ყველა საინტერესო კითხვაზე მიიღონ პასუხი. სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტები ადგილზე რეგისტრაციის იმიტაციასაც გაივლიან, რომლის მეშვეობითაც დეტალურად გაეცნობიან ინსტრუქციასა და წესებს“, - აცხადებენ ცენტრში.

imedinews.ge