გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისში პაციენტის გარდაცვალების გამო ონკოლოგიურ საავადმყოფოს უჩივიან

5-02-2018

ქუთაისში მცხოვრები ლაფერაძეების ოჯახი ონკოლოგიურ საავადმყოფოს უჩივიან. მათი თქმით, 31 იანვარს 64 წლის ბადრი ლაფერაძე მოულოდნელად ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

ოჯახის მტკიცებით, ექიმებმა გარანტია მისცეს, რომ ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდებოდა, თუმცა მათგანვე შეიტყვეს, რომ მამაკაცს გული გაუჩერდა. ლაფერაძეები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, რადგან ეჭვობენ, რომ მკურნალობა სათანადოდ არ წარიმართა.

"როდესაც ექიმებმა გვითხრეს მამის გარდაცვალების შესახებ, ავედი ცხედრის სანახავად და უკვე გაყინული იყო. არ გვიმხელდნენ და ჩემი ვარაუდით, მხოლოდ მას შემდეგ შეგვატყობინეს (დაახლოებით ორი საათი იქნებოდა გასული), რაც ჩვენ მოვითხოვეთ პაცინეტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია" - ამბობს დავით ლაფერაძე.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ოჯახი პასუხს დაახლეობით თვე-ნახევქრში ელოდება. ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილს მეორე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.

imedinews.ge