გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"არ არის გამორიცხული, გახარია "ოცნების" სიის პირველი ნომერი გახდეს" - რას ფიქრობენ ექსპერტები შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე?

26-02-2020

სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ, მთავ­რო­ბა­ში შე­საძ­ლოა მო­რი­გი "კა­რუ­სე­ლი დატ­რი­ალ­დეს". პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას სა­ვა­რა­უ­დო ჩა­ნაც­ვლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­დია აქ­ტი­უ­რად ალა­პა­რაკ­და, თუმ­ცა მთა­ვა­რი ინ­ტრი­გა - ვინ ჩა­ა­ნაც­ვლებს მას, ჯერ ამო­უც­ნო­ბი რჩე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე თუ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი? - ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი პრე­მი­ე­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზა­ფხულ­ზე გვე­ცო­დი­ნე­ბა და რო­გორც თა­ვად გა­ხა­რი­ამ მოგ­ვი­წო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისღა დაგ­ვრჩე­ნია "და­ვე­ლო­დოთ გა­ზა­ფხულს".

პრე­მი­ე­რის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზად რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი სა­ხელ­დე­ბა. მათ შო­რის, გა­ხა­რი­ას შს მი­ნის­ტრო­ბის დრო­ინ­დე­ლი "სირ­ცხვი­ლი" 20 ივ­ნი­სის ღა­მის სა­ხით, რომ­ლის­გან რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბა მან ბოლო ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ შეძ­ლო.

თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი მას დის­კრე­დი­ტი­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რად არ მი­იჩ­ნევს ივა­ნიშ­ვი­ლის თვალ­ში და თვლის, რომ ყო­ფილ პრე­მი­ერს ახ­ლან­დე­ლის მო­სახ­სნე­ლად, სულ სხვა მი­ზე­ზი აქვს:

"არამ­გო­ნია, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დის­კრე­დი­ტი­რე­ბულ პი­რად თვლი­დეს. ივა­ნიშ­ვი­ლის აზ­რით, 20-მა ივ­ნის­მა მშვი­დად ჩა­ი­ა­რა. გავ­რი­ლო­ვის ღა­მემ­დე გი­ორ­გი გა­ხა­რია საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბა იყო, ამი­ტომ ივა­ნიშ­ვილ­მა ჩათ­ვა­ლა რომ მისი და­ნიშ­ვნა დიდი უბე­დუ­რე­ბა არ იქ­ნე­ბო­და.

მაგ­რამ შემ­დეგ პრო­ცე­სე­ბი ისე გან­ვი­თარ­და (გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა შე­იც­ვა­ლა) რომ გა­მო­იწ­ვია ძა­ლი­ან დიდი პრო­ტეს­ტი. პრო­ტეს­ტი არა იმ­დე­ნად ქვეყ­ნის შიგ­ნით, რამ­დე­ნა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე - ძა­ლი­ან ბევ­რი პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნა ჩა­ერ­თო ამ პრო­ცეს­ში. შე­საძ­ლოა, ამა­საც არ ელო­და ივა­ნიშ­ვი­ლი, მაგ­რამ იმე­დი მაქვს ახლა აა­ნა­ლი­ზებს რა და რო­გორ მოხ­და და სწო­რედ ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მისი გაშ­ვე­ბა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იდგა ალ­ტერ­ნა­ტი­ვის წი­ნა­შე: ან უნდა წა­რედ­გი­ნა ახა­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა, რო­მელ­საც გა­ა­პი­ა­რებ­და გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად და იქ იქ­ნე­ბო­და წა­მო­წე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი თემა, ან გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი. ამ მე­თოდს ბევ­რი პარ­ტია იყე­ნებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სი­ახ­ლის გან­ცდა შექ­მნას. მგო­ნია რომ ახლა ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აქ მთა­ვა­რი ის კი არაა გა­ხა­რია ცუ­დია თუ კარ­გი, პრობ­ლე­მაა ისაა, რომ სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის გარ­და, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხალ­ხის­თვის არაფ­რის შე­თა­ვა­ზე­ბა არ შე­უძ­ლია

ეს ცვლი­ლე­ბა რას გა­მო­იწ­ვევს რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. არ მგო­ნია ცვლი­ლე­ბებ­მა მას­შტა­ბუ­რი აღ­ტკი­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ რა­ღაც სი­ახ­ლის გან­ცდას შექ­მნის და როცა არა­ფე­რი გაქვს, რა­ღა­ცის შექ­მნაც საქ­მეა. სხვა აჟი­ო­ტა­ჟი არა მგო­ნია მოჰ­ყვეს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე.

გა­ხა­რი­ას, შე­საძ­ლო შეც­ვლის ორ მი­ზეზ­ზე სა­უბ­რობს ანა­ლი­ტი­კო­სი არ­ჩილ გამ­ზარ­დი­აც, თუმ­ცა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ნა­ხე­ვა­რი წლით ადრე ამ ცვლი­ლე­ბას ნად­ვი­ლად არ ელო­და.

"გა­ხა­რია, რო­გორც კი გახ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვამ­ბობ­დი, რომ ეს დრო­ე­ბი­თია. თუმ­ცა, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მის შეც­ვლას არ ვე­ლო­დე­ბო­დი. თუ ეს მოხ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნით იქ­ნე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც შე­საძ­ლოა გა­ხა­რია გა­უშ­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, ესაა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, ის "ოც­ნე­ბის" სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი გახ­დეს და აქ­ტი­ურ წი­ნა­ა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­შიც ჩა­ერ­თოს

თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­ცერ­თი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა არა­ფერს გვაძ­ლევს. რამ­დე­ნი­მე პრე­მი­ე­რი გა­მო­ვიც­ვა­ლეთ უკვე და ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. პრე­მი­ე­რე­ბი ჩვენ­თან კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი არ არი­ან. მათ ზე­მოთ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა და შე­სა­ბა­მი­სად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი.

ასე, რომ გა­ხა­რი­ას თა­ლაკ­ვა­ძე ჩა­ა­ნაც­ვლებს თუ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

მე­ო­რეს მხრივ, პრე­მი­ე­რად უცხო სა­ხის და­ნიშ­ვნა (ლი­ლუ­აშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ), რა­ღაც­ნა­ი­რად გა­უ­გე­ბა­რია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც თა­ლაკ­ვა­ძე წარ­მო­მიდ­გე­ნია ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ამ­ჟა­მად უფრო მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. მაგ­რამ თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა შე­იც­ვლის თა­ნამ­დე­ბო­ბას" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს გამ­ზარ­დი­ამ.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვს ექ­სპერტ ნიკა მეტ­რე­ველს. მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე არც სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის და მით უფრო, გა­ხა­რი­ას ლუ­ლი­აშ­ვი­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჭორს უწო­დებს:

"გი­ორ­გი გა­ხა­რია დის­კრე­დი­ტე­ბუ­ლი არ არის, ეს მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ის შე­ფა­სე­ბაა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ელექ­ტო­რატ­ში ის ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბი­თა და პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გე­ლობს. ერთ-ერთი გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა ცვლი­ლე­ბას, მე ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო მგო­ნია, რომ გა­ზა­ფხულ­ზე, სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბა მოხ­დეს. პრე­მი­ე­რის პოსტზე ლი­ლუ­აშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნას გა­მოვ­რი­ცხავ. ვთვლი, არას­წო­რი იქ­ნე­ბა და იმის არა­ვი­თა­რი ნიშ­ნე­ბი არ არის, რომ სუს-ის უფ­რო­სი მოგ­ვევ­ლი­ნოს პრე­მი­ე­რად.

ლი­ლუ­აშ­ვილს პი­როვ­ნუ­ლად და­დე­ბი­თად ვა­ხა­სი­ა­თებ, თუმ­ცა ვფიქ­რობ, მსგავ­სი ტი­პის პრე­მი­ე­რი, ამ ეტაპ­ზე, ქვე­ყა­ნას არ სჭირ­დე­ბა

სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი, მო­რი­გი ჭორი მგო­ნია. რა­ღაც ეტა­პის შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იც­ვლე­ბი­ან, მაგ­რამ არა მგო­ნია ახლა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ცვლი­ლე­ბა მოხ­დეს" - გა­ნა­ცხა­და მეტ­რე­ველ­მა.

ცნო­ბის­თვის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კარ­ზე დიდი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს და რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ისიც "ქარ­თუ ბან­კი­და­აა".

2004-2015 წლებ­ში სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ებ­ში მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებ­ზე. მას "ბურ­ჯში", "ქარ­თუ მშე­ნე­ბელ­სა" და "ოლდ სიტი დე­ვე­ლოპ­მენ­ტში", დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვა. 2015-2016 წლებ­ში "ქარ­თუ ჯგუ­ფის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იყო.

2016 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მერს, და­ვით ნარ­მა­ნი­ას პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და­უ­ნიშ­ნეს. კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბობ­დნენ, მო­მა­ვა­ლი მერი ლი­ლუ­აშ­ვი­ლი­აო, მაგ­რამ მან 2016 წელს კენ­ჭი იყა­რა და ხონი-ვა­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გახ­და.

პარ­ლა­მენ­ტი­დან ლი­ლუ­აშ­ვი­ლი სუს-ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ჯერ მო­ად­გი­ლედ და ახლა უკვე უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად - პარ­ლა­მენ­ტმა ის 2019 წელს 6 წლის ვა­დით და­ამ­ტკი­ცა სუს-ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს, ის მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია. 2016 წლი­დან იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი, ხოლო 2019 წლის ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ კი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ჩა­ა­ნაც­ვლა პარ­ლა­მენ­ტის თამ­ჯდო­მა­რის პოსტზე.

ambebi.ge