გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მუნიციპალიტეტის მერი პედაგოგებს და ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

26-02-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან, ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან იმედა მეშვილდიშვილთან ერთად ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგებს და ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.


მერმა საპრიზო ადგილების მფლობელ სამ მოსწავლეს ფულადი ჯილდო გადასცა და მუნიციპალიტეტის და ქვეყნის სასიკეთოდ წარმატებები უსურვა მათ.

შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ ხაზი გაუსვა პედაგოგების მოღვაწეობის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის განვითარების და წინსვლის საქმეშიაღნიშნა ონის სკოლის უკვე ტრადიციად ქცეული წარმატებები და გამორჩეულად კარგად აღზრდილინიჭიერი ახლაგაზრდა თაობარომელიც საფუძველს უყრის მუნიციპალიტეტის წარმატებული მომავლის მშენებლობას.


შეხვედრაზე მერმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები და ონის განვითრების პერსპექტივებზე ისაუბრა.


"ონის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა თავის მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციით და უძველესი ისტორიული წარსულით, რომლის დავიწყების უფლება არავის არ აქვს, მეტიც, თითოეული ჩვენთაგანის ვალია ყველაფერი გავაკეთოთ ონის გამორჩეული იერსახის და კულტურული ცენტრის მნიშვნელობის დასაბრუნებლად", - განაცხადა ემზარ საბანაძემ.