5-02-2018
ზუგდიდში გარემოვაჭრეებმა აქცია განაახლეს. აქციის მონაწილეები სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წინ იმყოფებიან და გუბერნატორ ლევან შონიასთან შეხვედრას ითხოვენ.
"არ შევწყვეტთ აქციებს. ვიბრძოლებთ სისხლის ბოლო წვეთამდე. დაგვაბრუნონ ძველ ადგილებზე ან გამოგვიყონ ისეთი ადგილები, სადაც მუშაობის საშუალება გვექნება", - განაცხადა გარემოვაჭრე მარინა ფარულავამ.
აქციის მონაწილეები გარევაჭრობის ნებართვას დაახლოებით ერთი კვირაა ითხოვენ.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"