გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება

26-02-2020

დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევის გამო ქვეყანაში სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება.

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოცემულ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არანაირი ეპიდემიური საფრთხე არ არსებობს”, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულია საქართველოს 50 წლამდე მოქალაქე, რომელიც ირანიდან შემოდიოდა.