15-11-2017
ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხემასალაზე ყალბი ზედნადების დამზადების ფაქტზე სოფელ საკირეში მცხოვრები გიორგი ა. დააკავეს. იგი სამართალდამცავებმა ტყეში აიყავნეს.
მას ბრალი სისლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით ედება, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება–გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.
ბრალდებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დღეს, 15 ნოემბერს, შეუფარდა.
აიწურაძის ადვოკატის მარეხ ჩიტაშვილის თქმით, დაკავებული ბრალს აღიარებს: „გავასაჩივრებთ თუ არა აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას, ამაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ. შესაძლოა, საპროცესო გარიგების თხოვნით პროკურატურას მივმართოთ“.
წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"