გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სარფის საბაჟო შესაძლოა თურქულმა მხარემ ჩაკეტოს

27-02-2020

"სარფის საბაჟო შესაძლოა თურქულმა მხარემ ჩაკეტოს", - ამის შესახებ თურქეთიდან საქართველოში შემოსულმა რამდენიმე ადამიანმა განაცხადა. მათივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო თურქეთში პანიკაა. ამბობენ, რომ საეჭვო მგზავრებს ორივე ქვეყნის მედიკოსები ამოწმებენ.


"თურქეთიდან მოვიდვარ, სადაც თქვეს, რომ ორი კვირით საზღვარი უნდა ჩაიკეტოს. პანიკაა. ამბობენ, რომ თბილისში კორონავირუსია გავრცელებული, ირანიდან შემოიტანა მოქალაქემო", - განაცხადა ნარგიზ შანიძემ.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


imedinews.ge