გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანა დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს!

27-02-2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.


ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტს ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დეტალურად გააცნეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა, როგორც მთელს მსოფლიოში სერიოზულია, მაგრამ არა საგანგაშო.


„დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად ფუნქციონირებს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდირებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს.


ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ ჩვენს თავს - ამის საჭიროება არ არსებობს! არც იმის საჭიროება, არსებობს რომ უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა.


ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები, მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას და ვიცოდეთ, რომ ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.