გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს

27-02-2020

თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს. აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსია.

როგორც საქართველოში თურქეთის საკონსულოს განცხადებაშია ნათქვამი, საზღვრის კვეთისას მოქალაქეებს პასპორტის წარდგენა მოუწევთ.

“კორონავირუსის საშიშროების საწინააღმდეგო ღონისძიებების გათვალისწინებით, 26.02.2020 წლის მდგომარეობით, საღამოს 23:30 საათიდან მოყოლებული, დაიწყო პასპორტის კონტროლის წარმოება ტრაილერების (TIR– ის) მძღოლებისათვის, რომლებიც საქართველოში შესვლას აპირებენ.

ამ დროისთვის თურქეთის გავლით საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ვიზა/მარკები ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ყოფნა. ჩვენ ასევე განვმარტავთ, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს რეგულაციები, რადგან კორონავირუსის ზომებთან დაკავშირებული პროგრამები მუდმივად განახლებს პროცესშია“, – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

კვირა