გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯანდაცვის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს, პირ­ბა­დე­ბი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სას შე­სა­ბა­მი­სი ფასი გა­მო­ი­ყე­ნონ

28-02-2020

სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე პირ­ბა­დე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტია. დე­ფი­ცი­ტის გამო, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას პირ­ბა­დე­ე­ბის ფასი სამ­ჯერ ან ხუთ­ჯერ გა­ი­ზარ­და, რა­ზეც უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და და­ა­ვა­ლა მწარ­მო­ებ­ლებ­სა და შე­მომ­ტა­ნებს, პირ­ბა­დე­ე­ბის მა­რა­გე­ბი მყი­სი­ე­რად შე­ავ­სონ. კი­თხვა­ზე, რო­დის შე­ივ­სე­ბა ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე პირ­ბა­დე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტი, სა­მი­ნის­ტრო­ში პა­სუ­ხი არ აქვთ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ და­ვა­ლე­ბა უკვე გა­ცე­მუ­ლია.

ამას­თან, სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს, პირ­ბა­დე­ბი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სას შე­სა­ბა­მი­სი ფასი გა­მო­ი­ყე­ნონ.

პირ­ბა­დე­ებ­ზე ფა­სის გაზ­რდის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყო­ფენ "ავერ­სი" და "პსპ" და აცხა­დე­ბენ, რომ ნიღ­ბე­ბი მათ ქსელ­ში 15-18 თეთ­რი ღირს.

ასევე დაგაინტერესებთ
11:47 / 23-01-2020

აფერხებს თუ არა პირბადე ვირუსის გავრცელებას - 3 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ და არ დაინფიცირდებით

„ავერ­სის” სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლალი ბრეგ­ვა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ მათ ქსელ­ში 1 ცალი პირ­ბა­დის ფასი 18 თეთ­რია და არც დე­ფი­ცი­ტია.

VIDEO: რას ეუბ­ნე­ბი­ან აფ­თი­ა­ქებ­ში პირ­ბა­დე­ე­ბი­სა და ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი სი­თხე­ე­ბის ყიდ­ვის მსურ­ვე­ლებს - მო­ბი­ლუ­რით გა­და­ღე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი

PSP-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რის, ნა­თია ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით კი, ერთი ცალი პირ­ბა­დე "პსპ"-ში 15 თეთ­რი ღირ­და და ახ­ლაც 15 თეთ­რი ღირს. „პსპ“-ში აცხა­დე­ბენ, რომ პირ­ბა­დე ამ ეტაპ­ზე აქვთ, თუმ­ცა „მა­რა­გი ამო­წურ­ვა­დია“.

ინ­ფორ­მა­ცია პირ­ბა­დე­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-მ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებ­ში თა­ვად გა­და­ა­მოწ­მა. რო­გორს "პსპ"-ს ცხელ ხაზ­ზე გვი­თხრეს, ამ ეტაპ­ზე პირ­ბა­დე­ე­ბის მა­რა­გი ქსელ­ში სრუ­ლად ამო­წუ­რუ­ლია. მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­აა "ჯი­პი­სი"-შიც, თუმ­ცა სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ პირ­ბა­დე­ე­ბის მა­რა­გი დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კვლავ შე­ივ­სე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა "ავერსს", პირ­ბა­დე­ე­ბი არც მათ აქვთ ქსელ­ში და ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცი­ან, რო­დის და­ე­მა­ტე­ბა.

ის რომ, ზო­გი­ერთ ად­გი­ლას პირ­ბა­დე­ებს მო­მა­ტე­ბულ ფა­სად ყი­დი­ან, AMBEBI.GE-ს ჟურ­ნა­ლის­ტმა ექ­სპე­რი­მენ­ტით და­ა­დას­ტუ­რა - "იმ­პექ­სის" აფ­თი­ა­ქებ­ში ამ ეტაპ­ზე ერთი ცალი პირ­ბა­დის შე­ძე­ნა 1ლა­რად და 40 თეთ­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "იმ­პექ­სის" აფ­თი­აქ­ში ჩვენ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა 5 ცალი პირ­ბა­დე 7 ლა­რად შე­ი­ძი­ნა.


აფერ­ხებს თუ არა პირ­ბა­დე ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას?

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჯან­მრთელ­მა ადა­მი­ან­მა ნი­ღა­ბი უნდა ატა­როს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის უვ­ლის ან კონ­ტაქ­ტი აქვს ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან.

ლონ­დო­ნის St George's-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ექი­მი დე­ვიდ ქე­რინგტო­ნი BBC-სთან ამ­ბობს, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში ჰა­ე­რით გა­დამ­დე­ბი ვირუ­სე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან დამ­ცა­ვი ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის, რად­გა­ნაც მას არ აქვს დამ­ცა­ვი ფილტრი და ასე­ვე, თვა­ლე­ბი მა­ინც და­უც­ვე­ლი რჩე­ბა.

"მაგ­რამ ამ ნიღ­ბებს შე­უძ­ლი­ათ მცი­რე­დით შე­ამ­ცი­რონ ვირუ­სის გა­და­დე­ბის რის­კი, თუ აღ­მოჩ­ნდე­ბით ვირუ­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. ასე­ვე ის და­გი­ცავთ ხე­ლი­დან პი­რით გა­დამ­დე­ბი ვირუ­სე­ბის­გან“, - ამ­ბობს ექი­მი.

2016 წელს ახალ სამ­ხრეთ უელსში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ხეს ხე­ლით ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 23-ჯერ ეხე­ბი­ან და თუ საქ­მე ხე­ლი­დან პი­რით გა­დამ­დებ ვირუს­თან გვაქვს და სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი გვი­კე­თია, ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­და­რე­ბით და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით.

მაგ­რამ რო­გორც მო­ლე­კუ­ლუ­რი ვირუ­სე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ნო­ტინ­გე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ჯო­ნა­თან ბოლი ამ­ბობს, სა­ერ­თო ჯამ­ში, ნიღ­ბის ტა­რე­ბა მა­ინც არა­ე­ფექ­ტუ­რია.

"თუკი ჩავ­ხე­დავთ კვლე­ვას, სა­დაც ნიღ­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, ვნა­ხავთ, რომ არც ისე ეფექ­ტუ­რია და ამას თა­ვი­სი ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს. ერთ-ერთი მი­ზე­ზი კი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თსა და იმა­ვე ნი­ღაბს დიდი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყე­ნე­ბენ“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ბოლი.

ექიმ კო­ნორ ბამ­ფორ­დის თქმით კი, სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღაბ­ზე უფრო ეფექ­ტუ­რი ჰი­გი­ე­ნის მარ­ტი­ვი წე­სე­ბის დაც­ვაა.

ambebi.ge