გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე აჭარაში ოთხი პირი პასუხისგებაში მიეცა

28-02-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების პრესსამსახურის იონფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში, სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები ერთ - ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ, რომლებიც შემდგომში, სხვადასხვა პირებმა, საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.