გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი იწყება

28-02-2020

განათლების რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურსა და სპორტის სამინისტრო კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს.  რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საჯარო სკოლის დირექტორის მსურველთათვის  ამჯერად ტესტირების თარიღი, ადგილი, დრო და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა.

 

ელექტრონული ფორმით ტესტირება  6 და 7 მარტს 4 სესიად ჩატარდება ( დღეში 2 -2 სესია). პირველი სესია  09:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 4 საათი იქნება. რაც შეეხება მხედველობის პრობლემების მქონე დირექტორობის მსურველებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ.

 

აღსანიშნავია, რომ ტესტირებამდე ერთი საათით ადრე აუცილებელია აპლიკანტებმა რეგისტრაცია გაიარონ. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდის არქონის შემთხვევაში, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დირექტორობის მსურველებმა, მათი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით აუცილებელია განცხადებით მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რათა შესაბამისი ზომები იყოს მიღებული.

 

თბილისში ტესტირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში, ხოლო აჭარის რეგიონში კოლეჯ „ახალ ტალღში“ ჩატარდება.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, დირექტორობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ინფორმაცია მიიღონ ცხელ ხაზზე 2 200 220 (შიდა 6).

 

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს სამინისტრო განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლების ეფექტიანი მართვისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს. დირექტორობის მსურველთა შერჩევის პროცესში სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს როგორც კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ორგანიზება, ასევე, სერტიფიცირების შედეგად, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიცირებული და ღირსეული კადრების მოზიდვა.