გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"ბანკომატიდან თანხის გატანისას, დააკვირდით, ხომ არ არის სადმე დამატებითი კამერა..." - როგორ დავიცვათ ბარათი, რომ ფული არ მოგვპარონ

28-02-2020

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019 წლის იან­ვარ-სექ­ტემ­ბერ­ში 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი თით­ქმის 83%-ით გა­ი­ზარ­და.

ამ მხრივ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა სა­ბან­კო სექ­ტორ­შიც - უამ­რა­ვი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჩი­ვის, რომ "ჰა­კე­რებ­მა" ან­გა­რი­ში­დან თან­ხა ჩა­მო­აჭ­რეს, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა­ვინ იღებს.

AMBEBI.GE ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და და კომ­პი­უ­ტე­რულ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვე­ბით მი­მარ­თა:

- რა ით­ვლე­ბა კომ­პი­უ­ტე­რულ და­ნა­შა­უ­ლად და ძი­რი­თა­დად რა ტი­პის შემ­თხვე­ვებ­ზე მო­მარ­თა­ვენ შსს-ს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი?

- კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ანუ კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი, წარ­მო­ად­გენს ნე­ბის­მი­ერ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბას, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნი­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით კი­ბერ­სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც ხელ­ყოფს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ცუ­ლო­ბას.

მაგ­რამ ასე­ვე არ­სე­ბობს კი­ბერ-მე­თო­დე­ბით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რა დრო­საც და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი არ ჩა­დის კი­ბერ­და­ნა­შა­ულს, არა­მედ სხვა სა­ხის და­ნა­შა­ულს (მა­გა­ლი­თად: თაღ­ლი­თო­ბა, გა­მო­ძალ­ვა და ა.შ.) და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მე­თო­დად იყე­ნებს ინ­ტერ­ნეტს (კი­ბერ­სივ­რცეს).


- კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი 2019 წელს თით­ქმის 83 %-ით არის გაზ­რდი­ლი. რას უკავ­შირ­დე­ბა ასე­თი ზრდა?

- არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი იზ­რდე­ბა, ვი­ნა­ი­დან ხდე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ამა თუ იმ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა კი­ბერ მე­თო­დით უფრო ად­ვი­ლი გახ­და.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ბას არ ახა­სი­ა­თებს "კი­ბერ ჰი­გი­ე­ნის" უნა­რე­ბი, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბა ბო­ლომ­დე არ არის გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, თუ რა საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს პი­რად კომ­პი­უ­ტე­რულ მო­ნა­ცე­მებ­თან და­უ­დევ­რად მო­პყრო­ბას, რაც 70%-ით უმარ­ტი­ვებს დამ­ნა­შა­ვეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნას, კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი მისი შე­მად­გენ­ლო­ბით რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ყვე­ლა სხვა ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის­გან, რა­საც სჭირ­დე­ბა კომ­ლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ასე­ვე ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი სცილ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას და უცხო­ე­თი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო, რაც და­ნა­შა­უ­ლის დრო­უ­ლად გახ­სნა­ში ხე­ლის შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რია. შე­სა­ბა­მი­სად, გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დრო­ში არის გა­წე­ლი­ლი.


- რო­გორ იხ­სნე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი?

- დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით შს სა­მი­ნის­ტროს შე­ხე­ბა უწევს სხვა­დას­ხვა სა­ხის კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია, რის გა­მოც მათ გა­მო­ძი­ე­ბას ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა.


- ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ არის გახ­ში­რე­ბუ­ლი კი­ბერ­თაღ­ლი­თო­ბის გზით სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი­დან თან­ხის ჩა­მოჭ­რის შემ­თხვე­ვე­ბი. რო­გორ ხდე­ბა ამ ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მის­გან თა­ვის დაც­ვა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ე.წ. "კი­ბერ­თაღ­ლი­თო­ბის" ჩა­დე­ნის ორი მე­თო­დი არ­სე­ბობს - "ფი­შინ­გი" და "ქარ­დინ­გი".

ფი­შინ­გის დროს,ბო­როტ­მოქ­მე­დის მიერ ხდე­ბა ცნო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხე­ლით, სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ტყო­ბი­ნე­ბის უნე­ბარ­თვოდ გაგ­ზავ­ნა, რაც ემ­სა­ხუ­რე­ბა მსხვერ­პლის - შე­ტყო­ბი­ნე­ბის მიმ­ღე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას და მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას.

სქე­მა ასე­თია: მომ­ხმა­რე­ბელს მის­დის ბო­როტ­მოქ­მე­დის მიერ შექ­მნილ გვერ­დზე გა­და­სას­ვლე­ლი ბმუ­ლი, რა დრო­საც ის ცდი­ლობს მსხვერ­პლი და­ა­ინ­ტე­რე­სოს კონ­კრე­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბით. ბმულ­ზე გა­დას­ვლის შემ­დგომ, მას ეკი­თხე­ბი­ან პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას - მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო მომ­ხმა­რებ­ლის სა­ხელს და პა­როლს ან პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მებს. ეს გვერ­დი, ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჰგავს ცნო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გვერ­დებს, რის გა­მოც მსხვერ­პლი ვერ ხვდე­ბა რომ გაბ­მუ­ლია ე.წ. "ბა­დე­ში" და არის "ფი­შინ­გის" მსხვერ­პლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის თა­ვი­სი­ვე ხე­ლით აწ­ვდის ბო­როტ­მოქ­მედს პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"ქარ­დინ­გიც" კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთი ფორ­მაა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ბო­როტ­მოქ­მე­დი უნე­ბარ­თვოდ მო­ი­პო­ვებს პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მებს, რაც ფაქ­ტი­უ­რად ავ­ტო­მა­ტუ­რად იძ­ლე­ვა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამი­ტომ:

  • ბა­რა­თის და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში, სას­წრა­ფო წე­სით და­უ­კავ­შირ­დით ბან­კის ცხელ ხაზს და და­აბ­ლო­კი­ნეთ, ან გა­ა­უქ­მე­ბი­ნეთ პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თი
  • არ გა­დას­ცეთ პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თი სხვა პირს თან­ხის გა­დახ­დის დროს
  • ბან­კო­მა­ტით თან­ხის გა­მო­ტა­ნი­სას, შე­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ბან­კო­მა­ტი, ხომ არ არის სად­მე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი კა­მე­რა
  • შე­ე­ცა­დეთ თან­ხა მოხ­სნათ ერთი და იმა­ვე ად­გი­ლას
  • მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ფა­რეთ მო­წყო­ბი­ლო­ბა პინ-კო­დის შეყ­ვა­ნი­სას
  • გა­ა­აქ­ტი­უ­რეთ SMS მომ­სა­ხუ­რე­ბა ბან­კში, რო­მე­ლიც გაც­ნო­ბებთ ან­გა­რიშ­ზე თან­ხე­ბის მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ
  • არ უპა­სუ­ხოთ ელ. ფოს­ტით შე­მო­სულ სა­ეჭ­ვო შე­ტყო­ბი­ნე­ბებს და არ გა­აგ­ზავ­ნოთ თქვე­ნი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი

- რი­გი­თმა მო­ქა­ლა­ქემ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­იც­ვას ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა, სკა­ი­პი, ფე­ის­ბუ­ქი, ვა­ი­ბე­რი და ა.შ?

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ცა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა:

პირ­ველ რიგ­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს: სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­სა და სხვა ვებ-გვერ­დე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის პა­რა­მეტ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, ორ­მა­გი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბით სარ­გებ­ლო­ბას, სხვა­დას­ხვა ვებ-გვერ­დზე რე­გის­ტრა­ცი­ი­სას, სხვა­დას­ხვა პა­რო­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, და­ცუ­ლი პა­რო­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას.

ასე­ვე, სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა - ანუ არ გა­დავ­ცეთ ჩვე­ნი სა­ბან­კო ბა­რა­თი ან პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი სხვას, თან­ხის ტერ­მი­ნა­ლით გა­დახ­დი­სას, სა­ბან­კო პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა მოხ­დეს მხო­ლოდ ჩვე­ნი თან­დას­წრე­ბით და უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ორ­მა­გი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ვებ-გვერ­დე­ბი.

პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის კუ­თხით სხვა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი მე­თო­დია, აი­რი­დოთ თა­ვი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის და­მე­გობ­რე­ბა და სხვა.

ambebi.ge