გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონის მერმა მშენებლებთან და მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

28-02-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი გონაძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ლევან ცხვედიანთან, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, 2020 წლის ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლებთან და მეწარმეებთან: შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“, "იერი", შპს „იმედი“, შპს "ონის სერვის ჯგუფი“ და ამხანაგობა "კახაბერი 7“ წარმომადგენლებთან პირველი გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისას ყურადღება გამახვილდება საქმისადმი კეთილსინდისიერ და ერთულ დამოკიდებულებზე სამუშაოების შესრულების ხარისხზე. შეფასების მიზნით სისტემატურად განხორციელდება მონიტორინგი. მოუწოდეს მეწარმეებს, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩენილი ხარვეზები დააფიქსირონ დაუყონებლივ, რათა მყისიერად მოხდეს პრობლემის გამოსწორება.


ემზარ საბანაძის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას მშენებლებს და მეწარმეებს მაქსიმალური მხარდაჭერა და ხელშეწყობა ექნებათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მთავარია მათ გამოიჩინონ საქმისადმი ერთგული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და აქცენტირება გააკეთონ მხოლოდ ხარისხზე.


შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.