გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოფელ ტალავერში არსებული ნაგავსაყრელის პრობლემის მოსაგვარებლად თვითმმართველობამ საკითხის შესწავლა დაიწყო

28-02-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ტალავერში მდებარე ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.


სოფელში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელის პრობლემა მოსახლეობას წლებია აწუხებს. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხის შესწავლა დაიწყება და სიტუაციის გამოსასწორებლად შესაბამისი სამუშაოები დაიგეგმება.


„ნაგავსაყრელზე არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად ვგეგმავთ საკითხი დეტალურად შევისწავლოთ და ექსპერტებთან ერთად ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. ნაგავსაყრელის მოწესრიგებით ტალავერის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოვუგვარებთ “, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.