გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოზურგეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა

5-02-2018

ბოლო დღეებში ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ფასები გაიზარდა. 

სხვადასხვა სოფლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები გაზრდილ ფასებს საწვავის გაძვირებით ხსნიან.

"საწვავი გაძვირდა, 2, 30 გახდა უკვე ფასი. ნაწილები გაძვირებულია, რამე რომ გაგვიფუჭდეს, მოხელეს უფრო ძვირს ვუხდით, ვიდრე აქამდე. ამიტომ, იძულებულები გავხდით, ფასები გაგვეზარდა. ტყუილად ხომ არ ვივლიდით? ნისიად დაგვყავს ისედაც მგზავების უმრავლესობა"-გვეუბნებიან მძღოლები.

დღეს არსებული ტარიფებით კი სამგზავრო მიკროავტუბუსების მომსახურება 20-30 თეთრით გაიზარდა.

მაგალითად, ოზურგეთის ცენტრთან ახლომდებარე სოფლები და ქალაქის ტერიტორია, სადაც მგზავრობა 30 თეთრი ღირდა, უკვე 50 თეთრია. 70 თეთრამდე გაიზარდა მგზავრობის გადასახადი ცოტა მოშორებით მდებარე სოფლებში მოძრავ რაფებზე, იმ სოფლებში კი, სადაც მგზავრები 80 თეთრს იხდიდნენ, ახლა ლარის გადახდა მოუწევთ.


"გურიის მოამბე"