5-02-2018
ფეისბუკის აფხაზური სეგმენტი 2014 წლის მაისის მოვლენების შემდეგ ანონიმი მომხმარებლბით აივსო. ანონიმები ქმნიან სულ უფრო მეტ „ჯგუფს“, სადაც ძირითადად მკვეთრად აკრიტიკებენ ხელისუფლების პოლიტიკას. მაგრამ საქმე ეს კი არ არის, არამედ ის, რომ გამოგონილი სახელების მქონე ადამიანები თავიანთ გამონაქვამებსა და მუქარებში შეზღუდულები არ არიან.
ანონიმების საკითხი აფხაზეთში უკვე ბევრჯერ განიხილეს. მათ მიერ შეურაცხყოფილი ადამიანები მომხმარებელთა რეალური ვინაობის დადგენას ითხოვდნენ. იყო ისეთი წინადადებებიც, რომ გამონახულიყო რაიმე გზა, რომელიც სოციალურ ქსელებში სხვისი სახელით დარეგისტრირებას აკრძალავდა.
ახლა საქმე უკვე თავად სოციალური ქსელების აკრძალვას არ ეხება. ამ ინიციატივით ერთდროულად რამდენიმე დეპუტატი გამოვიდა. ასევე, სოხუმის რაიონის მცხავრებლებთან შეხვედრისას ამ თემაზე კომენტარი გააკეთა აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც.
„მე უკვე მიჩვეული ვარ, რომ ხან რას მომაწერენ, და ხან რას. მაგრამ, როდესაც ამას იმ ქვეყნების მეთურების მიმართ სჩადიან, რომლებთანაც ჩვენ ურთერთობებს ვაგებთ, როდესაც მათ შეურაცხყოფენ და ამცირებენ – ეს უკვე მთელი აფხაზი ხალხის სირცხვილია.
ჩვენ პარქტიკულად შეუზღუდავად ვესვრით ერთმანეთს ტალახს, და ბევრი მომმართვს სოციალური ქსელების დახურვის თხოვნით. ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ამ საკითხს გადაჭრის“, – თქვა ხაჯიმბამ.
ამ განცხადებას სოციალურ ქსელებში მწავავე განხილვა მოჰყვა. პრეზიდენტის გადაწყვეტილების მომხრეები და სოციალური ქსელების დაბლოკვის იდეის კატეგორიული მოწინააღმდეგეები ჯერჯერობით თითქმის თანაბრად არიან.
პრეზიდენტმა ხაჯიმბამ უცნაური წინადადება წამოაყენა. (გამოდის), თქვა, რომ – ან სოციალური ქსელები უნდა დაიხუროს, ან (ჩვენ) კარდაკარ სიარული და ადამიანების ცემა მოგვიწევსო. და იქნებ თავად აგვერჩია:ფეისბუკის დახურვის თაობაზე ხელმოწერები შევაგროვოთ, თუ ნაცემები დავრჩეთ?“
„რასაკვირველია, სოციალური ქსელების დახურვა არ შეიძლება. მაგრამ იმ ადამიანების პასუხიმგებლობაში მიცემა, რომლებსაც საზოგადოება შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში, აუცილებელია. დიახ, ეს სამუშაო ახალი გამოწვევაა, მაგრამ ის აუცილებლად უნდა შესრულდეს“.