გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს ველური ვაზის შესწავლა მიმდინარეობს

2-03-2020

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფარგლებში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით აგრძელებს პროექტს „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“. 3 წლიანი პროექტის მიზანია ველური ვაზის გავრცელების თანამედროვე არეალის შესწავლა, საქართველოს ფარგლებში ახალი ფორმების მოძიება, მათი დაცვის მიზნით ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე დამაგრება, ველური ვაზის დაცვის სტრატეგიის ჩამოყალიბება, კოლექციაში არსებული ველური ვაზის ფორმების ამპელოგრაფიული აღწერა და კატალოგის მომზადება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ამ პროცესში სტუდენტების ჩართვას და ამ კუთხით ცნობიერების გაზრდას.


პროექტის „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ექსპედიციები, გავრცელებული ველური ვაზის ბუნებრივი პოპულაციების მოძიება, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე დამაგრება და კვლევა. 2019 - 2020 წლების განმავლობაში მოძიებულია ველური ვაზის 6 ახალი პოპულაცია და 17 მცენარე, გასამრავლებლად შეგროვებულია 66 გენოტიპი.


აღსანიშნავია, რომ ველური ვაზი საქართველოს ფლორის ტიპიური მცენარეა და წარსულში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 1982 წელს ის საქართველოს წითელ წიგნში იყო შეტანილი. საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ ხაზს უსვამს საქართველოს ველური ვაზის მნიშვნელობას და მას ვაზის ქართულ ჯიშებთან ერთად „ეროვნულ სიმდიდრედ“ მიიჩნევს.