გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოზარ სუბარი: კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედების მიზნით, ყველა გუბერნატორთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

2-03-2020

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების და არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ) ხელმძღვანელები შედიან.


გუბერნატორები კი, თავის მხრივ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში სრულ ინფორმაციას აწვდიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარს.


როგორც სოზარ სუბარმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, სამუშაო ჯგუფები რეგიონებში რეგულარულად იკრიბებიან და მიმდინარე პროცესში აქტიურად მონაწილეობენ.


მისივე თქმით, გაცემულია რეკომენდაცია, სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან ერთად, დროებით შეჩერდეს ყველა ისეთი დაწესებულების მუშაობა, როგორიცაა თეატრი, დახურული ტიპის სპორტული თუ საცურაო კომპლექსები, ასევე - გადაიდოს დახურულ სივრცეში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები.


“ქვეყანაში მდგომარეობა სტაბილურია, საქართველოს მთავრობა სრულად მართავს პროცესს. არის რეკომენდაცია, რომ გადაიდოს ყველა სპორტული ღონისძიება, რომელიც დახურულ სივრცეში ტარდება. ასევე, თხოვნა გვაქვს კერძო სატრანსპორტო კომპანიებთან, რომ მაქსიმალურად გაუკეთონ დეზინფექცია იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებითაც ისინი მოსახლეობას ემსახურებიან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.