ორშაბათი, მაისი 12, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

2-03-2020

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ რეგიონში, კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, სადაც პრევენციული ზომები განიხილა.

საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.


აღინიშნა, რომ რეგიონში სადეზინფექციო სამუშაოები დღესვე დაიწყება და ეტაპობრივად ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო სივრცეების გამოყოფის საკითხიც. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გურიაში, ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები აღარ ჩატარდება.


საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფში შედიან სახელმწიფო რწმუნებული, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის დირექტორები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გურიის განყოფილებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.


პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.