გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები რეგიონებშიც აქტიურად ხორციელდება

2-03-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.

ახალციხის მეხუთე სკოლის შენობა - საკლასო ოთახები, საპირფარეშოები და დერეფნები სპეციალური ხსნარით დაამუშავეს. დეზინფექცია უტარდება ყველა ნივთს, რომელსაც შესაძლოა, მოსწავლე შეეხოს.

სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სადეზინფექციო ხსნარი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიძინეს და ის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. 

​კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო გურიის რეგიონშიც. დღეს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა ქალაქში მდებარე შენობებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.

აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებსა და სპორტულ დაწესებულებში. სადეზინფექციო სამუშაოების დასრულება პარასკევისთვის არის დაგეგმილი.

რუსთავი2