გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ტაბაღუა პროექტის ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთი II“ ექსპერტს შეხვდა

5-02-2018

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პროექტის ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთი II“ (CoM East II) ექსპერტს საქართველოსა და აზერბაიჯანში, გიორგი აბულაშვილსშეხვდა. შეხვედრას მერის მოადგილე დავით კეკელიძე და მერიის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა რუსთავში ენერგოეფექტურობის კუთხით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. „მერების შეთანხმების“ ექსპერტმა გიორგი აბულაშვილი ირაკლი ტაბაღუას მერების შეთანხმების პროცესში ქალაქის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაზე, სტრატეგიულ გეგმებზე, ენერგოფექტურობის მიმართულებით მონიტორინგის ანგარიშების მომზადებასა და ევროკომისიასთან მათი წარდგენის საკითხებზე ესაუბრა.

რუსთავში ბოლო პერიოდში რამდენიმე ენერგოეფექტური პროექტი განახორციელა. შარშან, რუსთავის მუნიციპალიტეტის შენობის სახურავზე, მზის პანელები განთავსდა.აღნიშნული პანელებით გამომუშავებულ ელექტროენერგიას კი მუნიციპალიტეტი მოიხმარს.

ევროკავშირისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ააიპ „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“, 2015-2017 წლებში, ევროკავშირისა და, მერების შეთანხმების „სადემონსტრაციო პროექტების“ (CoMDeP) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, განახორციელა პროექტი - „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“.

პროექტის ფარგლებში სამივე ბაღში დამონტაჟდა ენერგოეფექტური კარ-ფანჯარა თბოსაილოზაციო ფირებით, ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემები (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო და ახალი ელექტროტექნიკური სისტემები, მოხდა შენობის გარე კონსტრუქციების)კედლების, სახურავის, იატაკის, სარდაფის, ჭერის) თბოსაიზოლაციო ფილებით დათბუნება. 808 765 ევროს ღირებულების პროექტი, ევროკავშირმა 646 527, ხოლო რუსთავის მერიამ 162 238 ევროთი დაააფინანსა.

ქალაქი რუსთავი ,,მერების შეთანხმებას’’ 2011 წლის 2 მაისს შეუერთდა. რუსთავი, როგორც მერების შეთანხმებას მიერთებული ქალაქი, უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლისთვის, CO2-ის ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირებას.