გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია, ვეცადოთ, ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული" - ამირან გამყრელიძე

4-03-2020

ერთ-ერთი წყა­რო გავ­რცე­ლე­ბი­სა გახ­ლავთ ფული, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ან­გა­რიშს­წო­რე­ბე­ბი ელექტრო­ნუ­ლი იყოს, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

გამ­ყრე­ლი­ძის რე­კო­მენ­და­ცი­ით, სა­სურ­ვე­ლია ნაღ­დი ფუ­ლის მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვი­მუ­შა­ოთ ხე­ლე­ბი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

"დღეს მინ­და, მო­ვუ­წო­დო ბან­კებს და გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ბან­კებს, ვინც არი­გე­ბენ ნაღ­დი ფუ­ლით პენ­სი­ებს. ზო­გა­დად მო­სახ­ლე­ო­ბას მინ­და მო­ვუ­წო­დო, ამ პე­რი­ოდ­ში ეს ჩვენ­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია ნაკ­ლე­ბად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ ჩვენ შიდა გავ­რცე­ლე­ბა არ გვაქვს. ამ მე­თოდს იყე­ნებ­და ჩი­ნე­თი, მაგ­რამ რაც უფრო ადრე გა­მო­ვი­ყე­ნებთ ამ ტი­პის პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მით უფრო და­ვი­ცავთ თავს. რას ნიშ­ნავს ეს? ჩი­ნე­თი ამ პე­რი­ოდ­ში მთლი­ა­ნად გა­და­ვი­და ვირ­ტუ­ა­ლურ ვა­ლუ­ტა­ზე,ანუ, ყვე­ლა ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ხდე­ბა იქ ელექტრო­ნუ­ლად. ჩვენ­თა­ნაც უნდა ვე­ცა­დოთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ან­გა­რიშს­წო­რე­ბე­ბი იყოს ელექტრო­ნუ­ლი, მაგ­რამ იქ, სა­დაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნაღ­დი ფული, სა­სურ­ვე­ლია, ნაღ­დი ფუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­მუ­შა­ოთ ხე­ლე­ბი" - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­რე­ლი­ძემ.

ამას­თა­ნა­ვე, მან რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თა ბან­კებ­საც, რომ ყვე­ლა ფი­ლი­ალ­ში მო­ა­წყონ ხე­ლის სა­დე­ზინ­ფექ­ციო კუ­თხე, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დე­ზინ­ფექ­ტო­რე­ბი.

„მინ­და, მივ­მარ­თო ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბან­კებს. სა­სურ­ვე­ლია და ბან­კებს აქვთ შე­სა­ბა­მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ ყვე­ლა ფი­ლი­ალ­ში, ბან­კის ყვე­ლა გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში იყოს ხე­ლის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სივ­რცე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, იქ იდ­გეს დე­ზინ­ფექ­ტო­რე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნი, ვინც შე­დის და გა­მო­დის ბან­კი­დან, მით უმე­ტეს თუ აქვთ შე­ხე­ბა ფულ­თან, ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ხე­ლის და­მუ­შა­ვე­ბის. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია თვი­თონ ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, ვინც გას­ცე­მენ ნაღ­დი ფუ­ლით თან­ხას და ასე­ვე, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც იღე­ბენ ნაღდ ფულს“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის იმ ბან­კებს, რომ­ლე­ბიც პენ­სი­ებს გას­ცე­მენ მი­მარ­თა, რომ თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია პენ­სი­ე­ბი ელექტრო­ნუ­ლად გას­ცენ, რათა ნაღ­დი ფუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას თავი აა­რი­დონ.

„ამა­ვე დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით თავ­შეყ­რა არის, რო­დე­საც პენ­სი­ე­ბის გა­ცე­მა ხდე­ბა და მინ­და ვთხო­ვო იმ ბან­კებს, რომ­ლე­ბიც გას­ცე­მენ პენ­სი­ას, რომ ხელი შე­ვუ­წყოთ ადა­მი­ა­ნებს, რომ იქ­ნებ გა­ცე­მა იყოს ელექტრო­ნუ­ლად და თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის და ადა­მი­ანს არ უნდა, მა­შინ პენ­სი­ო­ნე­რებს შე­ვუქ­მნათ შე­სა­ბა­მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მათ ფუ­ლის აღე­ბის შემ­დეგ ან მა­ნამ­დე ზო­გა­დი ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბი და­იც­ვან და ამა­ვე დროს თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ თავი ავა­რი­დოთ დიდ თავ­შეყ­რა­სა და დიდ რი­გებს ამ დროს“ , - გა­ნა­ცხა­და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა.

ambebi.ge