გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფო კილაძე: "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც თეატრალური დასი

4-03-2020

"ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც თეატრალური დასი", - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებისთვის ოპოზიციის ბოიკოტს.

 მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია თავის ფუნქციას არ ასრულებს. 

"ისინი არ მონაწილეობენ საპარლამენტო ცხოვრებაში, არ ასრულებენ თავის ფუნქციას, როგორც ოპოზიცია, რომელიც მათ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკისრებათ. ისინი გადავიდნენ მხოლოდ პერფომანსებზე, და მასხარაობენ", - აღნიშნა სოფო კილაძემ. 

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოხსენებით წარსდგება. საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ისინი პრეზიდენტის მოხსენებას არ დაესწრებიან. 

pia