გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გორის პოლიცია მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს ყოფილი მეუღლის ცემაში ადანაშაულებს

15-11-2017

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. პოლიციის მტკიცებით, დაკავებისას მამაკაცი ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რაც ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა.

პრესსამსახურის ცნობით, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს, 1985 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით.)

შსს-ს განმარტებით, THC (დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი) მოქმედებს ტვინის იმ ნაწილების რეცეპტორებზე, რომელიც დაკავშირებულია კონცენტრირებასთან, მეხსიერებასთან, შემეცნებასთან, კოორდინაციასთან, ქცევის კონტროლთან. კანაფის მოხმარების შედეგად, გულისცემა გახშირებულია, ზოგჯერ გაორმაგებული; სასუნთქი გზები მოდუნებულია და გაფართოებული;  სისხლძარღვების გაფართოების შედეგად თვალები გაწითლებულია. კანაფის მომხმარებელი განიცდის ეიფორიას და მოდუნებას, მაგრამ ზემოქმედების ეფექტის გასვლის შემდეგ, ზოგი დეპრესიული ხდება, ზოგი - აღგზნებული ან შეშინებული, ზოგს აწუხებს პარანოიდული აზრები ან მწვავე ფსიქოზის განცდა.


წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"