გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სააკაშვილი ახალგაზრდებს: ფეოდალები კბილებს გაგისინჯავდნენ, ნახავდნენ ტილები ხომ არ გაქვთ და ჩაგაბარებდნენ წონით თურქებს

5-03-2020

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”skype call”-ით განაცხადა ახალგაზრდებთან – ახალი ლიდერების ინიციატივის ზამთრის სკოლის, აჭარის რეგიონულ კონფერენციაზე!

“მე-14 საუკუნიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით, ქართველმა ფეოდალებმა სტამბულის ბაზარში გაიყვანეს და გაყიდეს დაახლოებით ათი მილიონი ქართველი. საქართველო დღეს იქნებოდა მინიმუმ ათმილიონიანი ქვეყანა, რომ არა ქართველი ფეოდალები, რომლებიც თქვენისთანა გოგო-ბიჭებს შეკრებდნენ დარბაზში, კბილებს გაგისინჯავდნენ, თმებში ჩაგხედავდნენ ტილები ხომ არ გყავთ, მერე ჩაგსვამდნენ ზოგს გემებში და ზოგს ურმებში, გაგიყვანდნენ ანაკლიაში, იქ მოვიდოდნენ თურქები, ჩაგიბარებდნენ წონით და წაგიყვანდნენ სტამბულში.

ამ ქართველ გოგო-ბიჭებს ყიდდნენ ჩვენი ფეოდალები. დღეს ვინ არის ფეოდალი საქართველოში? არის ერთი, სახელად ივანიშვილი. რას გეუბნებათ ივანიშვილი? მიდით ქუთაისის აეროპორტში, დაჯექით თვითმფრინავებში და წადით…

რომ არა ივანიშვილი, დღეს თქვენი დიპლომები იქნებოდა ისეთივე მაგარი, როგორიც ჰარვარდის დიპლომი, ბათუმის უნივერსიტეტის დიპლომი იქნებოდა ჰარვარდის დიპლომივით მაგარი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ipress