გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციამ 61 705 ლარი პრემია-დანამატებში გასცა

5-03-2020

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ კველევას აქვეყნებს.


კვლევის თანახმად, 2019 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში ხელფასების ჯამური რაოდენობა 568 ათას 279 ლარს შეადგენდა, ხოლო პრემია-დანამტის სახით გაცემული თანხების რაოდენობა კი 61 ათას 705 ლარს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24 ათას 124 ლარით მეტია.


სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში მოხმარებული საწვავის ხარხებიც გაიზარდა. კერძოდ, ადმინისტრაციამ საწვავისთვის 2018 წელს 88 ათას 208 ლარი, 2019 წელს კი 101 ათას 881 ლარი დახარჯა.


ამავე რეგიონის რწმუნებულის ადმინისტრაციაში ავტომობილების შეძენაზე 26 ათას 818 ლარი დაიხარჯა, სატელეფონო კომუნიკაციებში 4 ათას 604 ლარი, ხოლო სამივლინებო ხარჯებმა 10 ათას 142 ლარი შეადგინა.


nsp.ge