გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გიორგი ცუცქირიძე: ჯანდაცვის სამინისტროს, პირადად მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის და მისი პერსონალის ეფექტური საქმიანობა, რამაც ვირუსის პრევენციის მაღალი შედეგი აჩვენა

5-03-2020

,,არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავად ჯანდაცვის სამინისტროს, პირადად მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის და მისი პერსონალის ეფექტური საქმიანობა, რამაც ვირუსის პრევენციის მაღალი შედეგი აჩვენა, რაც ცალსახად დადებითად შეფასდა როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე თუნდაც დღეს საფრანგეთის ელჩის მიერ“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.


ექსპერტი მადლობას უხდის ყველას სამოქალაქო პატრიოტიზმისთვის.


,,კორონავირუსის ზეგავლენის შესაფასებლად რამდენიმე ფაქტორი უნდა გამოიყოს. პირველი ეს არის მისი, როგორც საგარეო შოკის ზეგავლენა ეკონომიკაზე, და უნდა აღინიშნოს, რომ ის მაინც უმნიშვნელო იქნება, რადგან მაკროეკონომიკური ფაქტორები წლის დასაწყისში, ისევე როგორც მთლიანად გასულ წელს გაუმჯობესებულია, ხოლო ეკონომიკური ზრდა შედარებით მაღალია. მეორე, ეს არის ეკონომიკის გაზრდილი დივერსიფიკაცია, რაც მნიშნელოვან ფინანსურ ბალიშს წარმოადგენს საგარეო შოკების არინების თვალსაზრისით. მესამე ფაქტორი არის მთავრობის ძალისხმევა მინიმუმამდე დავიდეს ტურისტულ ინდუსტრიაზე ამ შოკის ნეგატიური ზეგავლენა, როგორც პირდაპირი ასევე მომიჯნავე დარგების სტიმულირების თვალსაზრისით და მეოთხე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავად ჯანდაცვის სამინისტროს, პირადად მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის და მისი პერსონალის ეფექტური საქმიანობა, რამაც ვირუსის პრევენციის მაღალი შედეგი აჩვენა, რაც ცალსახად დადებითად შეფასდა როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე თუნდაც დღეს საფრანგეთის ელჩის მიერ. აქვე , მსურს პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, გამოვყო ამ სფეროს პატრიარქების ბატონების ამირან გამყრელიძის და თენგიზ ცერცვაძის როლიც, მათ მართლა შეუძლებელი შეძლეს. მადლობა ყველას ამ სამოქალაქო პატრიოტიზმისათვის“,- წერს გიორგი ცუცქირიძე.