6-02-2018
თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური „გააგრძელე საქართველოს ისტორიის“ შემოქმედებითი გუნდის მიერ თიანეთში დაწყებული ბახტრიონის აჯანყების ისტორიულ-შემეცნებითი ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"ჩვენმა მხარემ ბახტრიონი სისხლით დაწერა, ნუ დაგვავალდებულებთ მასზე ფილმის ლელას და კვირიას შთამომავლების პენსიებით გადაღებას!
რაც შეგვიძლია, მზად ვართ გავიღოთ.
არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ!
ყველა ზღვარს ნუ გადახვედით!
ვაჟამ მარტომ დაწერა "ბახტრიონი", მერიების დახმარების გარეშე...
სამართალდამცავებმა კი ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი,რას ქვია ყველაფერს სხვას დავაბრალებთ და მერე არ ვითანამშრომლებთ? შავს აწვებიან ჩემი წინაპრების სახელით?
ნურავინ შეეცდება ჩემს დაშანტაჟებას, თუნდაც, "ბახტრიონს" ამოფარებული!-წერს მეჭიაური „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.