გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ამირან გამყრელიძე: მაქსიმალურად შევამციროთ საერთაშორისო მოგზაურობა

6-03-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მოგზაურობისაგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.


"რადგან ჩინეთს გარეთ ეპიდ სიტუაცია უარესდება და განსაკუთრებული ინტენსივობით იზრდება შემთხვევები, ჩვენი პირველი რჩევა საქართველოს მოსახლეობისთვის არის ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ საერთაშორისო მოგზაურობები, თუ ამის განსაკუთრებულად აუცილებელი შემთხვევა არ არის, რადგან დასნებოვნების შემთხვევა ბევრ ქვეყანაშია შესაძლებელი,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამასთან, ამირან გამყრელიძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან ბრუნდებიან, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ სიმპტომები, თვითიზოლაციაში იყვნენ. 

"სურდო, ხველება, ტემპერატურის მატება, სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში აუცილებელია პირდაპირი ტრანსპორტირება ინფექციურ საავადმყოფოში.

თუ ეს სიმპტომები არ გავქთ, განსაკუთრებით იტალიიდან დაბრუნებულებმა, გამოიჩინეთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და 14 დღის განმავლობაში მიმართეთ თვითიზოლაციას. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოთ იზოლირებულ ფართში და თავად უნდა მოემსახუროთ თავს. ამით ხელს შეუწყობთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, რომ არ იყოთ ინფიცირების წყარო.

თუ თვითიზოლირების საშუალება არ გაქვთ, აუცილებელია, საკარანტინო სივცრეში მოთავსდეთ, სადაც შესაბამისი მომსახურება გექნებათ.

ამ 14 დღის განმავლობაში თუ გაგივითარდებათ სიმპტომები - ტემპერატურის მატება, ხველა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ინფექციურ საავადმყოფოს ან დარეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე 15-05."- ამბობს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

პია