გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა

6-03-2020

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან მომატებული ტემპერატურა ამ დროისთვის მხოლოდ ერთს აღენიშნება.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, 44 წლის კაცის მდგომარეობა, რომელიც შედარებით მძიმედ იმყოფებოდა, უკვე გაუმჯობესდა.

სულ ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 24 პაციენტი იმყოფება. მათგან ორმა კლინიკას საკუთარი ინიციატივით გვიან ღამით მიმართა.

მათი განცხადებით იტალიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. დღესვე ბოქსირებულ განყოფილებას ორი პაციენტი დატოვებს და ისინი საკარანტინო ზონაში გადავლენ. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მოსახლეობას პრევენციის მიზნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებისაკენ მოუწოდებს.

imedinews.ge