გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

C ვიტამინი კორონავირუსს ანადგურებს?

6-03-2020

უცხოური გამოცემა "ექსპრესი" კორონავირუსის შესაძლო ვაქცინაზე წერს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ჩინელი მედიკოსები ვიტამინ C-ს დაინფიცირებულ ადამიანებს ინექციის სახით უკეთებენ და მას პოტენციურ ვაქცინას უწოდებენ.

"ჩინეთში ვიტამინი C-ს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედ პოტენციურ ვაქცინას სწავლობენ.  

ჩინელი მეცნიერები მაღალი კონცენტრაციის შემცველ ვიტამინ C-ს უნიშნავენ იმ პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულები არიან. ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ საკვებ ნივთიერებას რამდენად აქვს ვირუსის განადგურების უნარი. ჟონგნანის საავადმყოფოში ვუჰანის უნივერსიტეტის მკვლევარ-მეცნიერები პაციენტებს გადასხმის სახით 7 დღის განმავლობაში 24 გრამ ვიტამინ C-ს უნიშნავენ.

ამ მცდელობის ზუსტი შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ვიტამინს აქვს პასუხის გაცემის პერსპექტივა იმ პანდემიაზე, რომელიც გვემუქრება.

ჩინეთში ვიტამინ C-ს დოზირება 60-ჯერ აღემატება ეროვნული ჯანდაცვის სერვისების ორგანიზაციის გაცემულ რეკომენდაციას, ხოლო გაციების შემთვევაში  დანიშნული ვიტამინის დოზას  - 24-ჯერ.

„უფრო ადრე ჩატარებულმა ტესტებმა ცხადყო, რომ  ვიტამინი С თითოეული ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებს, თუ საკმარისი კონცენტრაცია იქნება გამოყენებული.“ - ამბობს ექიმი ტომას ლევი, შეერთებული შტატების კარდიოლოგი." - წერს "ექსპრესი".

digest.pia.ge