გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

"ევექსი" - კორონავირუსი ჩვენ სათაო ოფისში მომუშავე ადამიანს დაუფიქსირდა

6-03-2020

5 პი­რი­დან ერთ-ერთი, რომ­ლებ­საც გუ­შინ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­უ­ფიქ­სირ­და, სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "ევექ­სის" სა­თაო ოფის­ში მუ­შა­ობ­და და არა ჰოს­პი­ტალ­ში. ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" "ევექ­სის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძე წერს.

"ძა­ლი­ან ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი მი­რე­კავს და მინ­და აქაც გაგ­ცეთ ყვე­ლას პა­სუ­ხი: "ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბის" არ­ცერთ თა­ნამ­შრო­მელს კო­რო­ნა ვირუ­სი არ აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი! ჩვენ სა­თა­ვო ოფის­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სხვა კომ­პა­ნი­აც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და­დას­ტურ­და 1 შემ­თხვე­ვა, რომ­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბაც იტა­ლი­ა­ში მოხ­და. მთლი­ან ოფისს, რო­მე­ლიც 4 სარ­თუ­ლი­ა­ნია, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში უტარ­დე­ბა დე­ზინ­ფექ­ცია, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი ყვე­ლა პირი და ისი­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა !!!" - წერს ნი­ო­რა­ძე.

ambebi.ge