კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ქვეყნის მასშტაბით ბიზნეს სექტორში 673,8 არასი ადამიანია დასაქმებული

6-03-2020

გასული, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

საქსტატის ინფორმაციით, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 673.8 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 4.0 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 896.7 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.2 პროცენტით მეტი). 2019 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 404.7 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 86.0 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1 048.3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 71.1 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 365.9 ლარი

⦁ საშუალო ბიზნესი – 1 603.3 ლარი

⦁ მცირე ბიზნესი – 1 325.7 ლარი

საქსტატის ცნობითვემ 2019 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.4 პროცენტი, 12.6 პროცენტი და 10.2 პროცენტიანი წილებით).

თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10.1 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.7 პროცენტი).