გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

6-03-2020

საქართველოს ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და პროფესიულ კოლეჯებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა. სადეზინფექციო სამუშაოები  ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 1429 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა. სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და  16 მარტამდე გაგრძელდება.

 

ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებისთვის, პროფესიული და უმაღლეს სასწავლებლებისთვის სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებები პროფილაქტიკის მიზნით,  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს.