გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კორონავირუსით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა

6-03-2020

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული ორი პაციენტის მადგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 7 პაციენტთან დაავადება სიმპტომების გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს.

"ამ დროისთვის ინფექციურში წევს 25 პაციენტი. გუშინ 15 პაციენტთან ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე და ყველა მათგანზე იყო უარყოფითი პასუხი. ამ ეტაპზე 5 პაციენტზეა ტესტირება გასაკეთებელი. რაც შეეხება დაავადებულებს, გუშინ იწვა 4 პაციენტი, რომელსაც საღამოს დაემატა 5 პაციენტი. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. დანარჩენი 7 პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე. ჯერჯერობით, ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგნოზირება და კლინიკის გამოვლენა",- განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით ჯამში ინფიცირებულია 9 ადამიანი.

pia