გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ქალი ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა დღეს გაათავისუფლა

6-03-2020

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული შუახნის ქალი ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა.
საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების ფაქტი “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, საოკუპაციო ზოლიდან დაკავებული ქალის ვინაობა და დაკავების დეტალები ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, შუახნის ქალის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. სუს-ში :ღეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქის დროულად გათავისუფლებისთვის მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები, ამასთან, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

pia