გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დევნილებს იპოთეკურ სესხს დაუფარავენ

6-02-2018

სახელმწიფო 100 დევნილ ოჯახს იპოთეკური სესხის დაუფარვაში დაეხმარება.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლევან ტერაშვილის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ერთჯერად ფულად დახმარებას იმ დევნილ ოჯახებზე გასცემს, რომელთაც 2018 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა, რომელიც ოჯახის ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს.

"უნდა ჰქონდეთ საბანკო ხელშეკრულება, სადაც ჩანს, რომ ნამდვილად დევნილმა აიღო სესხი, რათა შეეძინა ერთადერთი საცხოვრებელი ბინა" - აღნიშნა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ლევან ტერაშვილმა.

მისვიე თქმით, იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარია. ოჯახების შერჩევისას კი მნიშვნელობა მიენიჭება მათდამი მინიჭებულ ქულებს, რომლებიც სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

იპოთეკურის სესხის დაფარვისთვის დევნილებმა განცხადება 12 თებერვლამდე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში უნდა წარადგინონ. დევნილთათვის იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

"ინფორუსთავი"