6-03-2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში, 1123 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო ერთ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.