გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბაკურიანში ახალი სასტუმროების კომპლექსი აშენდება

6-02-2018

დაბა ბაკურიანში, „დიდველის“ ტერიტორიაზე კომპანია „ვერტექსი“ სასტუმროების ახალ კომპლექსს ააშენებს, რისთვისაც არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვეტიცია განხორციელდება.

კომპანია „ვერტექსმა“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე დაბა ბაკურიანში, „დიდველში“ მდებარე 12 468 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამი მიწის ნაკვეთი 2018 წლის 29 იანვარს იყიდა. მიწის ნაკვეთების ღირებულება ჯამში 1 706 000 ლარია, რაც კომპანიამ 18 თვის ვადაში ეტაპობრივად უნდა გადაიხადოს.

კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება საინვესტიციო ვალდებულებას ითვალისწინებს, რომლის თანახმად არაუმეტეს 4 წლის ვადაში უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთებზე სასტუმროს კომპლექსის აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება. ამ მიზნებისათვის „ვერტექსმა“ არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტირება უნდა მოახდინოს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ვერტექსი“ 2017 წლის 31 ივლისს დარეგისტრირდა. კომპანიის 100 % წილის მფლობელი და დირექტორი ბიზნესმენი გურამ მწითურიძეა, რომელიც ასევე ფლობს წილებს სხვა კომპანიებშიც: „ვოლგა მოტორსი“, „ბრეტბი“, „ლაბა“ და „იბერია“.

reginfo.ge