გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით ქაცარავას ორმაგი სტანდარტი – სპეკულაციის საგნად გამხდარი ოკუპაციის თემა და პატრიოტიზმით შეფუთული ტყუილი

9-03-2020

მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა, დავით ქაცარავამ მორიგი შოუ დადგა. სამოქალაქო აქტივისტი ორი დღეა საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას აწვდის.
ყველაფერი სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტით დაიწყო. ქაცარავამ მარიონეტული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ელდარ გუნდიშვილის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მარიამ გუნდიშვილმა მას დაურეკა და მეუღლის ცემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. “ძალა ერთობაშიას” ლიდერის განცხადებას შსს-სგან რეაგირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტის პოსტის საფუძველზე, საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი დაკითხვაზე იმ დღესვე დაიბარეს და გატაცების შესახებ დეტალები გამოკითხეს.

მოგვიანებით, გორის სამმართველოდან გამოსულმა გუნდიშვილმა განმარტება მედიასთანაც გააკეთა და ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. მისივე განმარტებით, გათავისუფლების პროცესში იმიტომ კოჭლობდა, რომ დაკავებისას ოკუპანტებს წინააღმდეგობას უწევდა, რა დროსაც წაიქცა და დაზიანებები მიიღო. 

ამ ისტორიას გაგრძელება მოჰყვა – “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დღეს სხვა თანამოაზრეებსა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, ელდარ გუნდიშვილს ესტუმრა. მასთან სტუმრობის შესახებ ინფორმაცია კი მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან ასოცირებულ ერთ-ერთ მედიასაშუალებას შეატყობინა.
ქაცარავას საოკუპაციო ზოლთან ვიზიტის შესახებ “რეგიონული კვირისთვისაც” გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა, “რეგიონული კვირა” დაინტერესდა აღნიშნულით და გადასაღებად მივიდა.
ადგილზე “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა ფოტოსურათები იმ დაზიანებებს გადაუღო, რომელიც გუნდიშვილმა წაქცევისას მიიღო. ფოტომასალა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა თითქოს, გუნდიშვილი ნაცემი იყო, პოლიციის განყოფილებაში კი დააშინეს, რითაც რეალური და სწორი ინფორმაცია დამალა.

“დამირეკა მისმა მეუღლემ და მისმა მეუღლემ მომაწოდა ეს ინფორმაცია. ეს ადამიანი, ელდარ გუნდიშვილი, მას შემდეგ, რაც დაიბარეს პოლიციაში, გამოვიდა და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელა. ჩემი ვარაუდით, მასზე განხორციელდა ზეწოლა. მან განაცხადა ჩემზე, რომ არ ვიცნობ და არც მინახავს თვალითო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახს ვიცნობ წლებია”, – ამბობს დავით ქაცარავა.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ თემას მედიაჰოლდინგი “კვირა” აქტიურად აშუქებს, ისევე, როგორც საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებს, “რეგიონულმა კვირამ” დეტალების გადამოწმება გადაწყვიტა.
გაირკვა, რომ ​ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას ელდარის ცემის ფაქტი მარიამ გუნდიშვილმა შეატყობინა, სიცრუეა. აღნიშნული “რეგიონულმა კვირამ” ოჯახთან გადაამოწმა და ვიდეოინტერვიუ ჩაწერა. ოჯახი კატეგორიულად უარყოფს სამოქალაქო აქტივისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და იმასაც ამბობენ, რომ ქაცარავასთან მეგობრობა არ აკავშირებთ.

ელდარ გუნდიშვილი: არაფერი ზეწოლა არ იყო, ვუთხარი რაც მოხდა. ასკილს ვკრეფდი, როცა მოვიდნენ, ვიჭიდავეთ-მეთქი და რომ გავხოხიალდი, ეტყობა, მაშინ დავზიანდი. თავიდან არაფერი იყო. ხო შემამოწმეს გუშინ და არაფერი აღარ მაქვს, ჩვეულებრივად, კარგად ვარ ახლა… რა მეგობარია, არაფერი ურთიერთობა არ გვაქვს, მეორედ რომ დამაკავეს მაშინ იყო ჩემს ოჯახთან მისული, არ მახსოვს, სურათი გადავიღეთ თუ არა, ალბათ, გადავიღეთ. მერე ეკლესიაში უნდოდა მისვლა და პოლიციამ არ გაუშვა და ერთიც ახლა მოვიდა კიდე. მეტი მე ეგ არ მინახავს. 

მარიამ გუნდიშვილი: რანაირად ვმეგობრობთ აბა, პურს ერთად არ ვჭამთ და არ ვსვამთ, სამჯერ იყო ამოსული სულ… არ მითქვამს სცემეს-მეთქი, როცა გაათავისუფლებენ, მითხარიო და მაშინ ვუთხარი – გორშია უკვე გაათავისუფლეს-მეთქი, მეტი მეც არ ვიცოდი და რა უნდა მეთქვა. რომ გაათავისუფლეს, მეოთხე დღეს გამოუვიდა სიშავეები და მაშინ მივხვდი, აქ რომ დაიჭირეს, მაშინ წაიქცა და დაარტყა. მეოთხედ დააკავეს და ტყუილს ვერ ვიტყვი. არასდროს უცემიათ. გამოკითხვაზე მე არ ვყოფილვარ, აბა, რა გითხრათ, იქ რა მოხდა. ელდარიც არაფერს ამბობს. თქვა, რომ როგორც ყოველთვის გამოკითხეს და მერე პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა, გადაუღეს იქ და უთხრეს არ გაქვს გატეხილი ნეკნი, დაბეჟილობააო.

აღსანიშნავია, რომ “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ მედიაჰოლდინგის ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან ონლაინმედიას ტენდენციური, ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი და მიკერძოებული უწოდა.

ეს იმ ფონზე, როცა მედიაჰოლდინგი “კვირა” დაარსების დღიდან აქტიურად აშუქებს საოკუპაციო ზოლზე არსებულ ვითარებას და მკაფიოდ აქვს გაცხადებული რუსეთსა და  საოკუპაციო რეჟიმთან მიმართებაში თავისი მკაცრი სარედაქციო პოლიტიკა.  აქტიურადაა ჩართული რუსული პროპაგანტის საწინააღმდეგო ღონისძიებებში, განსხვავებით დავით ქაცარავასგან. 

კარგად გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ მედიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა, სადაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის  რუსული “ალფა ბანკის” წარმომადგენლებთან  შეხვედრა იყო ასახული. რის შემდეგაც გაცხადდა ინფორმაცია, რომ სამოქალაქო აქტივისტი სწორედ რუსული კომპანიისგან ფინანსდება.


ერთის მხრივ, ქაცარავა ოკუპაციას ებრძვის, მეორეს მხრივ კი თავად იღებს რუსული კომპანიებისგან დაფინანსებას. საოკუპაციო ზოლთან, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ისედაც რთულ პირობებში ცხოვრობს, ხშირად ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას. საზოგადოებას კარგად ახსოვს გასული წლის ოქტომბრის მოვლენები, როდესაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლოება სიტყვიერად დაუპირისპირდა “ძალა ერთობაშიას” ლიდერს. ის ადგილობრივებმა ვითარების ესკალაციასა და პროვოცირებაში დაადანაშაულეს. მოსახლეობასთან დაპირისპირების გამო, მას ატოცში დროებითი საცხოვრებელი სახლის დატოვებაც მოუწია. ასეთ მოვლენებს ადგილობრივების მეხსიერება და “რეგიონული კვირის” არქივი  მრავლად ინახავს.

kvira