მთავრობამ აღნიშნული დადგენილება „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოსცა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გრიგოლიშის ძველი სახელწოდებაა ალერტკარი. გრიგოლიში, ანუ მეგრულ ენაზე „გრიგოლის სოფელი“ ეწოდა ბოლშევიკი გრიგოლ როგავას პატივსაცემად.