გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

“წინასწარი ინფორმაციით კორონავირუსზე პასუხი ნეგატიურია” – ოთარ დანელია თვითიზოლაციაშია

10-03-2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ დანელია თვითიზოლაციაშია, ის კორონავირუსზე პასუხს დღის ბოლომდე ელოდება. 

ინფორმაციას “მთავარ არხთან” დეპუტატი თავად ადასტურებს და ამბობს, რომ დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა თვითიზოლაციაში პრევენციის მიზნით იმყოფება.

მას კონტაქტი ჰქონდა, “ოცნების” სხვა წევრებთანაც, თუმცა ამბობს, რომ ვინაიდან ის დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, ის პირები ვისთანაც კომუნიკაცია ჰქონდა, რისკჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

“ჯერ ერთი ძალიან ცოტა ხნით ვიყავი და თან დადასტურებული არ არის, შესაბამისად რისკჯგუფს არ წარმოვადგენ, თუმცა პრევენციულად ვარ თვითიზოლაციაში. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მივიღე, გავიარეთ კონსულტაცია ჩვენ მივეკუთვნებით დაბალი რისკის ჯგუფს და თუ ჩვენ ვინმესთან კომუნიკაცია გვქონდა, ის არ მიეკუთვნება არანაირი რისკის ჯგუფს, ასეა მეთოდოლოგიურად.

წინასწარი ინფორმაციით, პასუხი არის ნეგატიური, ვინაიდან დეტალური გამოკვლევის მიზნით არანაირი საფუძველი არ არსებობს ეჭვის მიტანის, მაგრამ პრევენციის მიზნით მაინც მოხდა გადამოწმება”, – განაცხადა ოთარ დანელიამ “მთავარ არხთან”.

ტელეკომპანიის ცნობით, მას ჰქონდა კონტაქტი ერთ-ერთ ბიზნესმენთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა, ამის გამო გახდა საჭირო მისი თვითიზოლაცია.

ipress