გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარინა ეზუგბაია: 33 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

10-03-2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლენილი არ არის.

"დილის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 30 პაციენტი. გუშინ, ორ ეტაპად, 33 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და ყველა შემთხვევაში მიღებულია უარყოფითი პასუხი. ამ პაციენტების ნაწილი უკვე საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაშია და ჯერჯერობით გრძელდება ეს პროცესი",- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ინფექციურ კლინიკაში მოტავსებული 14 ინფიცირებულიდან 1 მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ის მკურნალობას ექვემდებარება.

"მისი მდგომარეობა სტაბილურია, განსაკუთრებული ცვლილება არ შეინიშნება. ექვემდებარება მკურნალობას და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არ გაუარესდება",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 15 ადამიანია ინფიცირებული.

pia